საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 23 ივლისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს ორ რეგიონში.
ოზურგეთში, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება მოძრავი ფილარმონიის კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე, ასევე წარდგება ზურა დოიჯაშვილი ბენდით. დასაწყისი 19:00 საათზე.
ქალაქ ფოთში, 21:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიოტრიაზე) კონცერტს გამართავს მერაბ სეფაშვილი ბენდით.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.
პროექტის „Check in Georgia" განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.