logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
- +

28 ივლისი. 2021. 12:53

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

 

ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner