ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა.
პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა.