logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: არ აქვს მნიშვნელობა, მერობის ერთი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას თუ რამდენიმე, კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს
- +

28 ივლისი. 2021. 14:08

 

 

„არ აქვს მნიშვნელობა, მერობის ერთი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას თუ რამდენიმე, კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ხოლო ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლია,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და მეორე ტური აღარ შედგება.

 

„კახა კალაძე უკონკურენტო მერია და არ აქვს მნიშვნელობა მის კონკურენტად ოპოზიცია მელიას დააყენებს თუ რომელიმე სხვას, ეყოლებათ საერთო კანდიდატი თუ სხვადასხვა პარტიები წარმოადგენენ თავის კანდიდატებს, კახა კალაძე საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მეორე ტური არ ჩატარდება. ოპოზიციას ერთიანობა არ აქვს, მათ უნდოდათ ერთიანი კანდიდატის წარდგენა, დღესაც ვხედავთ, რომ მელიას კანდიდატურის მხარდაჭერას რიგი ოპოზიციური პარტიები უკვე გაემიჯნენ და თქვეს, რომ ან არ დაუჭერენ მხარს ან ეყოლებათ საკუთარი კანდიდატი. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ რამდენიმე, კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ხოლო ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივად პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლიათ, რადგან თვით ოპოზიციაში არის ძალიან დიდი განსხვავებები და პოზიციების თანხვედრა ვერ ხდება. როცა გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ თუნდაც კოალიციურად ხელისუფლებაში მოვიდნენ, საზოგადოებისთვის ესეც იმის დამადასტურებელია, როგორ ვერ აბამენ თავს ვერაფერს. მათი მხრიდან გამოთქმული ეს მოსაზრებები წინასწარვე განწირულია, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს,” - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner