ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკება ფაქტიურად მიღწეულია. მისივე თქმით, საქართველო წელს ისევ ბუნებრივი აირის სახით გატარებული მოცულობის 10 პროცენტს მიიღებს.
„გაზპრომთან შეთანხმება ფაქტიურად მიღწეულია. მხოლოდ ხელმოწერა დარჩა. შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ წელს ვრჩებით ისევ იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც წლების წინ იყო, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით მივიღებთ გატარებული მოცულობის 10 პროცენტს. ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა და ფორმდებოდა. რაც შეეხება მომავალ წელს, დაველოდოთ, თქვენ იცით, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი. ჩვენ კიდევ უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით. ის, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, არის ნამდვილად წარმატება." - განაცხადა ენერგეტიკის მინისტმა.