logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი: ევროკომისია უნდა გადაკეთდეს ევროპულ მთავრობად!
- +

22 ივლისი. 2016. 18:19



გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი გამოდის მოსაზრებით, რომ ევროკომისია ევროპის „ნამდვილ მთავრობად გადაკეთდეს".

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ევროპის „გადატვირთვა", ხელახალი დაწყებაა.

ბრექსიტის შემდეგ, გლობალური პოლიტიკური მძიმეწონიანი ევროპა, რომელიც კოსმოპოლიტიზმზე, ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებასა და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებაზე დგას, კარგავს წონას. ბევრი შიშობს, რომ ეს იქონიებს დომინოს ეფექტს, დაგეგმილი თუ მოთხოვნილი რეფერენდუმების ფონზე, რამაც ევროპის იდეის დასასრულამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

 

ამისათვის აუცილებელია, რომ ევროკომისია, რომელიც სახელმწიფოთა წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული, გადაკეთდეს ნამდვილ ევროპულ მთავრობად, ხოლო ის ევროპარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, რომელსაც თავის მხრივ ექნება მეორე პალატა", - განაცხადა შულციმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner