logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალიან მალე დავინახავთ თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება ექნება „ქართულ ოცნებას“ და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
- +

28 ივლისი. 2021. 15:57

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შესაბამისად, ყველა ძალიან მალე დაინახავს თუ რა შედეგს დადებს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე.

 

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ვერ ჩაითვლება სრულად, რადგან მას ხელს კონკრეტული პარტიები არ აწერდნენ.

 

„ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად ყველა ძალიან მალე დავინახავთ თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება „ქართულ ოცნებას“ და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საუბარია არამხოლოდ თბილისზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ძალიან ვრცელი განმარტება იყო ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გაკეთებული.

 

შეთანხმება, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები ხელს არ აწერენ ეს ცხადია, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner