logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის
- +

22 ივლისი. 2016. 18:21


 

ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.


საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს. საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვის „ქართული ოცნების" ხელისუფლება მზად არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ახალი, ასევე ძველი წევრებისგან.

 

ჩვენ გთავაზობთ, რომ აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


 ხონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.


უამრავი მშობლიური სახე ვნახე დღეს და ასეთი თბილი მიღებისთვის მადლობას გიხდით. პირადად მე ხონთან რამდენიმეწლიანი მეგობრობა მაკავშირებს. 2011-2012 წლები ერთად გამოვიარეთ. ხონის რაიონში მარჯანიშვილების ოჯახიდან დაიწყო ქართული ოცნება". ჩუმად ვიკრიბებოდით სახლში. მაშინ იქმნებოდა აქტივი, მუხტი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მინდა, რომ ეს დღე იყოს საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოსა და ხონის რაიონს წინ ელოდება", - აღნიშნა გროლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner