საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს.
„ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია! მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ – ჩვენ თქვენით ვამაყობთ“,- წერს კახა კუჭავა.
შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.