logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ, თქვენით ვამაყობთ
- +

28 ივლისი. 2021. 16:42

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს.

 

„ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია! მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ – ჩვენ თქვენით ვამაყობთ“,- წერს კახა კუჭავა.

 

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner