„ქართული სპორტის გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ლაშა ბექაურის (90 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონობას“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა, რითიც ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.