logo_geo
eng_logo
რუსეთსა და აშშ-ს შორის იარაღის კონტროლის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო
- +

28 ივლისი. 2021. 16:47

 

 

რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნები ჟენევაში შეხვედრას მართავენ, სადაც იარაღის კონტროლის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

 

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციას ქვეყნის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რუსეთისას კი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ხელმძღვანელობს.

 

დღევანდელი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ თვეში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

 

შეგახსენებთ, ივნისში ჟენევაში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „სტრატეგიული სტაბილურობის" მოლაპარაკებას გამართავენ, რათა „შეიქმნას საფუძველი იარაღის კონტროლისა და საფრთხის შემცირების სამომავლო ზომებისთვის".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner