logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს
- +

28 ივლისი. 2021. 17:54

 

 

„ჩვენ არც 43%-ის არ გვეშინია და არც 53%-ის და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს. არანაირი 43%-იანი ბარიერის პრობლემა არ არსებობს და ამას ზუსტად 2 თვეში დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თუკი დავინახავთ, რომ ოპოზიცია ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და მისი მიზანია არა ის, რომ როგორმე ავნოს ამ ქვეყანას, არამედ რაღაცნაირად დემოკრატიული და ცივილიზებული თამაშის წესები შემოვიტანოთ და ერთად ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მშვიდობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის და ამისთვის თუ საჭირო გახდება, არც ვადამამდელ არჩევნებს გავექცევით. თუმცა ისე ნუ დავხატავთ, რომ ვადამდელი არჩევნები არის რაღაცის პანაცეა, რადგან ყველაზე მყარი, სტაბოლური დემოკრატიის ქვეყანაა აშშ ალბათ, თუმცა მე არ მახსენდება, რომ იქ ოდესმე ვადამდელი არჩევნები ყოფილიყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner