logo_geo
eng_logo
თქვენი დახასიათება ცხვირის ფორმის მიხედვით
- +

22 ივლისი. 2016. 18:58



უცნაურია, მაგრამ ასეა! თქვენს ცხვირს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენს პიროვნულ თვისებებზე. აირჩიეთ თქვენი ცხვირის მსგავსი ფორმა და გაიგეთ უფრო მეტი...


თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული პირველი ცხვირის მსგავსია...


ასეთი ცხვირის ფორმის მქონე ადამიანები ოპტიმისტები არიან. მათი ცხოვრება არ არის მარტივი, თუმცა გამოსავალს ყოველთვის პოულობენ. იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა იდეალური პირობები შეიქმნან ცხოვრებაში.



თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მეორე ცხვირის მსგავსია...


ასეთ ცხვირის ფორმას ბერძნულ ცხვირსაც უწოდებენ ხოლმე. ადამიანებს ცხვირის ასეთი ფორმით ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. არიან პრაქტიკულები. მათი გრძნობების გაგება კი ძალიან რთულია. ძირითადად ჩაკეტილი ცხოვრება აქვთ.


თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-3 ცხვირის მსგავსია...


ასეთი ცხვირის ფორმით შემოქმედებითი და მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები იბადებიან. არიან ვნებიანები. შრომობენ თავდაუზოგავად. ყოველთვის მზად არიან საკუთარი პრინციპების დასაცავად. ახასიათებთ რისკი.



თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-4 ცხვირის მსგავსია...


ადამიანები მსგავსი ცხვირის ფორმით ბრწყინვალე ორგანიზატორები არიან. ისინი ყოველთვის პატიოსნად და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით მუშაობენ. კარგად იყენებენ შესაძლებლობებს სასურველი შედეგის მისაღწევად.


თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-5 ცხვირის მსგავსია...


მსგავსი ცხვირის ფორმა ყველასთვის მისაღები და მოსაწონია. ის ადამიანს ელეგანტურობას მატებს. ბუნებრივად ასეთი ცხვირის მქონე ადამიანები გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებენ. აქვთ ძლიერი ხასიათი. ყოველთვის იციან, რა უნდათ.



თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-6 ცხვირის მსგავსია...

 

ასეთი სწორი ცხვირის ფორმა აზიის ქვეყნებშია გავრცელებული და იდეალურ ცხვირთან არის მიახლოებული. ადამიანები მსგავსი ცხვირით ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. არიან ვნებიანები და ტემპერამენტიანები. ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან.



თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-7 ცხვირის მსგავსია...

 

ადამიანები მსგავსი ცხვირის ფორმით იშვიათია. მათი ხასიათის გამოცნობა კი არც ისე ადვილია. მათ აქვთ ძლიერი და ბუნებრივი მოთხოვნილება, დაეხმარონ სხვებს. არიან ძალიან მგრძნობიარეები. საშინლად რეაგირებენ შეურაცხყოფაზე.



თუ თქვენი ცხვირის ფორმა სურათზე გამოსახული მე-8 ცხვირის მსგავსია...

 

ადამიანებს ასეთი ცხვირი აკომპლექსებთ. თუმცა სინამდვილეში რბილი დამოკიდებულებითა და კაცთმოყვარე თვისებებით ხასიათდებიან. ამასთანავე, შესანიშნავი მსმენელები, საუკეთესო მეგობრები და პარტნიორებიც არიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner