logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: 19 აპრილის შეთანხმებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ყველა მოაწერდა ხელს
- +

28 ივლისი. 2021. 18:20

 

„ამ დოკუმენტს მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი ყველა მოაწერდა ხელს. ხელმოწერილი დოკუმენტში ჩამოთვლილი ძირითადი პირობები, შესრულებულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში პირობები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის იყო მნიშვნელოვანი შესრულებულია.

 

„მაგალითად, ჩვენ მიერ გაჟღერებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავუბრუნდით კონსტიტუციურ წესრიგს. ზოგადად არანორმალურია, როდესაც ვამბობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა შეიძლება გავლენა იქონიოს საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან ეს არის ორი, აბსოლუტურად სხვადასხვა არჩევნებია. ერთია ასე ვთქვათ, სამეურნეო არჩევნები, რაც გულისხმობს, რომ უნდა ავირჩიოთ მერი, რომელიც კეთილსინდისიერი მეურნე, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობით ორგანოს ვირჩევთ. ამათი დაკავშირება არაბუნებრივია და გარკვეულწილად კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლა, თუმცა სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილურობა, ჩვენ არა მხოლოდ დავთანხმდით ამაზე, არამედ პირიქით, ჩვენგან წამოვიდა ეს იმპულსები. ახლა ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რადგან ოპოზიციას არ უნდა თამაშის ის წესები, რაც ჩვენ შევთავაზეთ და არ აწერენ ხელს არაფერზე, ოპოზიციის ის ნაწილიც კი, რომელიც ხელმომწერია, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ასრულებს ამ შეთანხმებას, მაგალითად, „ლელომ“ საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში მონაწილეობა, არც დისკუსიებსა და არც კენჭისყრაში. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათი მიზანი იყო დესტრუქცია და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში აზრს კარგავდა ამ დოკუმენტის არსებობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner