logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქართული სპორტის გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას, დღეს ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ
- +

28 ივლისი. 2021. 18:22

 

„ქართული სპორტის გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ლაშა ბექაურის (90 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონობას,“ - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა, რითიც ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.

 

„21 წლის ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა და გახდა 37-ე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა!

 

დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა! დღეს ჩვენ ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.

 

ჩემი დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული მადლობა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს. ჩემი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს“, - წერს თეა წულუკიანი.

 

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველო 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner