logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა ცალ კარში თამაშის შეწყვეტა, როდესაც მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა დოკუმენტის შეთანხმება, ხოლო ოპოზიცია მუდმივად პროცესების „საბოტირებით“ იყო დაკავებული
- +

28 ივლისი. 2021. 20:31

 

„მიუხედავად იმისა,რომ სამთავრობო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, არათუ შეიცვალა და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადაერთო რადიკალური ოპოზიცია, არამედ უფრო აგრესიული და რევოლუციური დღის წესრიგით დაიწყო მოქმედება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმების ჩარჩოებიდან გასვლა პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, არათუ შეიცვალა და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადაერთო რადიკალური ოპოზიცია, არამედ უფრო აგრესიული და რევოლუციური დღის წესრიგით დაიწყო მოქმედება რაც გამოიხატა: მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერითა და გაშავებით (ნაციონალებმა არაერთხელ უწოდეს დოკუმენტს მკვდრადშობილი). პარლამენტის სხდომების ჩაშლის მცდელობებით. პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადმოტანის სურვილებით და ზოგადად ყოველდღიური დესტრუქციული მცდელობებით. სწორი გადაწყვეტილებაა „აღქმის პოლიტიკის“ „ნაციონალური“ გაგებიდან (რაც გულისხმობს უსაფუძვლო, ემოციაზე გათვლილი, „ფეიკ ტექნოლოგიებით“ განწყობების შექმნას. მაგ: 43%-ს ვერ აიღებს „ოცნება“ და თუ აიღებს გაყალბდა არჩევნები) რაციონალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადასვლით.

 

პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა ცალ კარში თამაშის შეწყვეტა, როდესაც მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა დოკუმენტის შეთანხმება, ხოლო ოპოზიცია მუდმივად პროცესების „საბოტირებით“ იყო დაკავებული. გაიაზრებს ოპოზიცია საკუთარ პასუხისმგებლობას და 53% აღების შემთხვევაშიც კი შეძლებს კოალიციურ მთავრობაზე ფიქრს. არ გაიაზრებს და შესაძლებლობა აქვს შალიკოს ფანჩატურში ტრიუმფით დაბრუნების“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner