logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით
- +

28 ივლისი. 2021. 20:52

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გვარამია ამბობს, რომ „მთავარი არხი“ მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს უბრუნდება.

 

„რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია! ოღონდ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც დანაშაულის აღიარება, ავტომატურად სასჯელის შემსუბუქებას ნიშნავს. სასჯელი კი ძალიან მძიმე გაქვთ ხალხის უნდობლობა და არა სიყვარული (შემეძლო მეთქვა სიძულვილი, მაგრამ ნახეთ - არ ვამბობ!)!

 

ისე, მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით თუ ...ბარემ თქვით, რა გერიდებათ, უარესებიც გითქვამთ და“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner