logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნიკა გვარამიამ საჯაროდ აღიარა, რომ „გლავკანალის“ მაუწყებლობა არც აქამდე იყო ჟურნალისტიკა და ის მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკური პროპაგანდის გამავრცელებელია
- +

28 ივლისი. 2021. 21:22

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხი“ მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს უბრუნდება.

 

„გზავნილებში ღრმად ჩაკარგულები: ერთი შეხედვით, ნაცსექტის მიმდევრებისთვის ჩანს, რომ თითქოს სააკაშვილის სატელევიზიო პარტიულმა მუშაკმა ძლიერი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში კი, ნიკა გვარამიამ საჯაროდ აღიარა, რომ „გლავკანალის“ მაუწყებლობა არც აქამდე იყო ჟურნალისტიკა და ის მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკური პროპაგანდის გამავრცელებელია. აქტუალური იქნება „გოიმკანალის“ (ტვ პირველი) უწიგნური ნოდარ მელაძის ტემბრში შეკითხვები: რას დაუბრუნდა? რისგან დაბრუნდა? რატომ დაბრუნდა? სად მიდის? როგორ გაგრძელდება?“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner