logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: თურქეთის ხელისუფლება აშშ-მ გადაარჩინა!
- +

22 ივლისი. 2016. 19:48



„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-მ, კერძოდ კი ბარაქ ობამასა და ჯონ კერის განცხადებებმა გადაარჩინა. კასრელიშვილის თქმით, ეს იყო ერდოღანის გაფრთხილება, რომ თუ იგი კვლავ გააგრძელებს დასავლეთის კრიტიკას, მას არა პოლიტიკური გზით, არამედ უფრო საშინელი მეთოდებით ჩამოაშორებენ ხელისუფლებას.


„15 ივლისს ერდოღანი დამხობილი იყო, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა! როგორც ჩანს, ეს გადატრიალება ამერიკაში მაინც არ იყო დაგეგმილი და ერდოღანიც ამიტომ გადაარჩინეს, თუმცა, თურქეთის ხელისუფლება მომხდარით მკაცრად გააფრთხილეს! გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაში იყო დიდი საფრთხე, რუსეთს ესარგებლა თურქეთში არსებული არეულობით და აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრილიყო! ეს ამერიკისთვის კატასტროფა იქნებოდა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა ობამასა და კერის განცხადებები, თურქეთში აჯანყებულების გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა! ერდოღანი შეშინებული და დამალული იყო და გასაქცევად ემზადებოდა... ამ აქციით დასავლეთმა და ამერიკამ ერდოღანი მიახვედრეს, რომ თუ ის დასავლეთის კრიტიკას კვლავ გააგრძელებს, მაშინ არა სამხედრო და პოლიტიკური გზით, არამედ უფრო საშინელი მეთოდებით ჩამოაშორებენ ხელისუფლებას!" - ამბობს ზაალ კასრელიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner