„რა თქმა უნდა ის ფაქტორი, რომ გაყალბებული არჩევნები იყო ცრუ პროექტი და 6-თვიანი საბოტაჟის ცრუ საფუძველი, ეს ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება 43%-ს, ოპოზიციამ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია 43%-ის. მე გარანტირებულებად გეუბნებით - არჩევნების მეორე დღეს ეს არგუმენტი და საუბარი აღარ იქნება რელევანტური. ამ კითხვებს არ ექნება არანაირი საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ გაცილებით მეტის აღებას ვგეგმათ, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ რასაც ჩვენ სა საზოგადოება ხედავდა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები - რამდენი პროცენტიც არ უნდა აგვეღო, ისინი საბოტაჟს გააგრძელებდნენ. ამისთვის მივყევით ბოლომდე და თავი მოვიკალით, რომ ყველა დეტალი გამოეძიებინა საგამოძიებო კომისიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.