logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ამ კადრების ნახვისას პირველად შემრცხვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი!
- +

29 ივლისი. 2021. 01:08

 

„გასული კვირის ერთი ფაქტი იყო ყველაზე შემზარავი, როდესაც დედოფლისწყაროში, პრემიერის სახლთან ჩავიდნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, რომლებიც რეალურად, პარტაქტივია _ და ვნახეთ, როგორ დასდევდნენ მიკროფონით პრემიერის არასრულწლოვან ბავშვებს! ეს იყო საშინელი სანახავი!“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გაზეთ "ქართულ აზრთან".

 

„მე 18 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში, პირველ არხზეც ვმუშაობდი, გაზეთშიც, „ობიექტივშიც“ და ა.შ. _ გეფიცებით, იმ კადრების ნახვისას პირველად შემრცხვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი! მსგავსი ამაზრზენი მეთოდი არასდროს არავის არ გამოუყენებია მსოფლიო ჟურნალისტიკაში _ ჟურნალისტები იქცნენ მიკროფონიან აქტივისტებად! რაღაც ახალი კასტა ჩამოყალიბდა. სააკაშვილის პერიოდში იყო ასეთი ჯგუფი „კმარა“, რომლის წევრებიც აქეთ-იქით დარბოდნენ, სამინისტროებს საღებავებს ასხამდნენ... 2003 წელს ასე მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმი. შემდეგ იყვნენ „ალისტრახოები“, 2012 წელს _ სადაც წავიდოდით ჩვენ, ჟურნალისტები თუ აქტივისტები, თუ რამე აქცია იქნებოდა _ მათი მოვალეობა იყო, კამერით დამდგარიყვნენ ჩვენს უკან. ერთგვარი ადევნების მეთოდი ჰქონდათ. ახლა უკვე ახალი მეთოდი შეიმუშავეს, ე.წ. ჟურნალისტების ფორმაში დარბიან აქეთ-იქით _ თუნდაც იგივე ის დიღმელაშვილი, ან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი... ამ აქტივისტებს დააკავებინეს ხელში მიკროფონები და დაარბენინებენ... ეს არ არის ჟურნალისტიკა!“, - განაცხადა ჯღარკავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner