logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა!
- +

22 ივლისი. 2016. 20:47



„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას",- პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯა.


როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება" რეალურად  ერთადერთი ძალაა, რომელსაც  ქვეყანაში არსებული  პრობლემების მოგვარება შეუძლია.

 

ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას",- აღნიშნა კახა კალაძემ.


ვიცე-პრემიერის თქმით,  უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.


ვფიქრობ, პარტიაქართული ოცნება" რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება- ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა",- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:  გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner