logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: კოდუას ზონდერებმა, ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე რეზინის ტყვიებით დაცხრილეს და ესენი ამბობენ დღეს - ჟურნალისტებზე თავდასხმა არასდროს ყოფილაო?
- +

29 ივლისი. 2021. 01:59

 

„ნაცების მმართველობის დროს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიციის სამმართველოსთან სცემეს პოლიციელებმა, მერე საკუთარ სადარბაზოთან დახვდნენ სააკაშვილის კუნთმაგარი ბიჭები და ხელი მოსტეხეს, სცემეს. 2011 წლის 26 მაისს ნაცპოლიციელებმა, კოდუას ზონდერებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე რეზინის ტყვიებით დაცხრილეს და ესენი ამბობენ დღეს _ ჟურნალისტებზე თავდასხმა არასდროს ყოფილაო?“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ  „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თქვე უტიფრებო, ახლა ძალადობრივი ჯგუფები დაგდევდნენ და არა პოლიცია და მაშინ პოლიცია ხვრეტდა ჟურნალისტებს! განსხვავებას ვერ ხედავთ? 2012 წელს კუდ-ის მაღალჩინოსანმა, იმ დროს „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის ქმარმა, საკუთარ ეზოში კასტეტით დაჭრა „ობიექტივის“ ჟურნალიტი მამუკა გობეჩია. ეს ფაქტები არ გყოფნით, თქვე მხეცებო? იმ 500-ლარიან სტაჟიორ-მიკროფონიან პატარა მოძალადე ზონდერბავშვებს ისტორია ასწავლეთ, უახლესი ისტორია. სირცხვილია, რას დაემსგავეთ პარტიულ ტელევიზიებში! ან ის თავგასიებული აკაკი ბობოხიძე, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს რომ სცემა პირდაპირ სტუდიაში, რის მერეც ჯანმრთელობა დაუზიანდა ირაკლის _ იმანაც დაგმო ძალადობა? რაო, ჟუურნალისტებო, ბობოხიძეს „მკვლელოო“ არ ეძახით? თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ვატირე მე! სტაჟიორებო, 400 ლარად რომ დაგარბენინებენ მკვლელი ტელემეპატრონეები, რად გიღირთ ეგ? მიკროფონის პირში ჩაჩრა და თავში რახუნი ჟურნალისტიკა რომ არაა, ეს ვინმეს უნდა ესწავლებინა, მაგრამ განათლება სად მიგიღიათ რო?!“, - აღნიშნა ჯღარკავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner