logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე „მთავარ არხს“: მწვავე გაშუქება რას ნიშნავს, მთელი ეს წლები ტკბილად, ან ობიექტურად აშუქებდით?
- +

29 ივლისი. 2021. 02:28

 

„პოლიტიკაში ჩართვა რომ აღიარეთ ამ განცხადებით, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მწვავე გაშუქება რას ნიშნავს, მთელი ეს წლები ტკბილად ან ობიექტურად აშუქებდით?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმად „მთავარი არხი“ მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს უბრუნდება.

 

„რაღაც ძალიან მაგარი დაბნეულობაა ფანჩატურში. თანაც ნათდება, ნელ-ნელა...

პრინციპში, სხვებისგან განსხვავებით სალომე ყოველთვის საღად აფასებდა ოპოზიციის მდგომარეობას. იცოდა რა ჭაობშიც ისდნენ. უბრალოდ, სხვაგვარად არ შეეძლო, ალბათ...

ისე, იგივეს როცა მე გეუბნებოდით, რომ არც დასავლეთს, არც მოსახლეობას ხელისუფლებაზე უკეთეს არჩევანს არ სთავაზობთ მეთქი, გწყინდათ.

ახლა თავად მიხვედით ამ დასკვნამდე.

მოსაძლეობაც მივა და 26% სანატრელი გექნებათ.

ე.წ. მთავარი არხის განცხადებაც დაბნეულობის სერიიდანაა, მედიამ თავისი როლი შეასრულა და მწვავე გაშუქების რეჟიმს ვუბრუნდებითო.

პოლიტიკაში ჩართვა რომ აღიარეთ ამ განცხადებით, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მწვავე გაშუქება რას ნიშნავს, მთელი ეს წლები ტკბილად ან ობიექტურად აშუქებდით?

თუ ეს იმის სურვილია, რომ ხელისუფლებამ ისევ დაიწყოს თქვენს სტუდიებში სიარული?

მოკლედ, მოგაკლდათ კრეატიულობა. გამოიფიტეთ. ქ-ნი სალომეც ამას აღიარებს“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner