logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მიშელის დოკუმენტზე პარტიების ხელმოწერები, იყო კეთილი ნების გამოვლინება - ეს ნება არ აღმოაჩნდა მხოლოდ ერთ პარტიას - „ნაცმოძრაობას“
- +

29 ივლისი. 2021. 02:29

 

„შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველასათვის ნათელი გახდა, რომ "ნაცმოძრაობა" არ აპირებდა დოკუმენტზე ხელის მოწერას, მისი ფაქტობრივი ლიდერის პირით ღიად აცხადებდა ხელისუფლების დამხობის სცენარებს, "ქართული ოცნება" დარჩა ცალმხრივად დატვირთული 43% ჩამკეტის ვალდებულებით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს  პარტიას მისი ამომრჩევლის თვალში საკმაოდ წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა.

 

„ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებაა, რომელმაც გულწრფელი გაკვირვება (გულში შეიძლება უარესის გაივლო) გამოხატა შარლ მიშელის შეთანხმებაზე, ასეთი რამ არსად მინახავს, რომ ადგილობრივ არჩევნების შედეგზე იყოს მიბმული რეფერენდუმიო 43% ზღურბლით.

ყველა ვინც პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდებით ვიცით, რომ "მიშელის დოკუმენტი" იყო ერთგვარი ხანძრის ჩამქრობი, რომელსაც იმ მომენტში უნდა განემუხტა პოლარიზაცია და ეს ნაწილობრივ მოხერხდა. თუმცა დეპოლარიზაციის პროცესს, დოკუმენტის ხელმოწერაზე ჯიუტი უარით არ შეუერთდა მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაცმოძრაობა," რომელსაც დასავლელი პარტნიორების ხვეწნის მიუხედავად, პარლამენტში შესვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია პროვოკაციები და პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. და ეს მიუხედავად იმისა რომ მან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ბენეფიტი შეირგო.

შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველასათვის ნათელი გახდა, რომ "ნაცმოძრაობა" არ აპირებდა დოკუმენტზე ხელის მოწერას, მისი ფაქტობრივი ლიდერის პირით ღიად აცხადებდა ხელისუფლების დამხობის სცენარებს, "ქართული ოცნება" დარჩა ცალმხრივად დატვირთული 43% ჩამკეტის ვალდებულებით, რაც პარტიას მისი ამომრჩევლის თვალში  საკმაოდ წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა.

რაც მთავარია, მიშელის დოკუმენტში გაწერილი პროცედურები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, კოლიზიაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ვადამდელი არჩევნების წინაპირობები.

მიშელის დოკუმენტზე პარტიების, მათ შორის "ქ/ოცნების" ხელმოწერები, იყო კეთილი ნების გამოვლინება. ეს ნება არ აღმოაჩნდა მხოლოდ ერთ პარტიას - ნაცმოძრაობას.

საქართველოში მყოფმა რიკ დემსიმ ცალსახად მოიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს "შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ შეთანხმება პრაქტიკაში," იგივე გაიმეორა უფრო ადრე შარლ მიშელმაც ბათუმში.

თუმცა შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება ვერ მოხდებოდა თუ მასზე ხელს არ მოაწერდა ყველა მხარე, ვისაც ეს ევალებოდა.

და რადგანაც ამის ყველა შანსი ამოიწურა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ეს შესაძლოა მძიმე, მაგრამ შექმნილი სიტუაციით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

როგორც იტყვიან წილი ნაყარია #გელოდებითარჩევნებზე“, - წერს ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner