logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: "ქართულმა ოცნებამ" დღეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და ღირსეული პასუხი გასცა „ნაცმოძრაობას“, რომელმაც შეთანხმება დაარღვია
- +

29 ივლისი. 2021. 02:49

 

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტისგან მიიღო ყველაფერი რაც ამ დოკუმენტში იყო გათვალისწინებული (მაგ: მელიას და რურუას გათავისუფლება და სხვა მოთხოვნები), მაინც არ მოაწერეს ხელი და არა მხოლოდ სპეკულანტურ, არამედ აშკარად აგრესიულ გზას დაადგნენ, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში ისმოდა შეკითხვა - რამდენად სწორი იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან დოკუმენტის იმ პუნქტის შესრულება, რომელიც 43%-იანი ბარიერს ითვალისწინებდა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს.

 

„ბუნებრივია, რომ საზოგადოება "ქართული ოცნებისგან" მოითხოვდა გადაედგა ღირსეული ნაბიჯი და უარი ეთქვა ამ დოკუმენტის შესრულებაზე მანამ, სანამ ნაციონალური მოძრაობა არ მოაწერდა ხელს (მითუმეტეს, რომ ოპოზიციის მხრიდან ხელმომწერი პოლიტიკური ძალები ამომრჩეველთა მხოლოდ 20%-ს წარმოადგენენ).

"ქართულმა ოცნებამ" დღეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და ღირსეული პასუხი გასცა ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც დაარღვია შეთანხმება, იგნორირება გაუკეთა დასავლელ პარტნიორებს, მათს მოწოდებებს და კონსტრუქციული, ევროპული პოლიტიკის ნაცვლად რუსულ, ძალადობრივ გზას დაადგა“, - წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner