„100 დღის განმავლობაში ,,ქართული ოცნება" ცალმხრივად ასრულებდა ყველა შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ენმ ხელს მოაწერდა. არ მოაწერა ხელი ენმ-მა? დაიხურა ყველა თემა. დიდი წერტილი!!!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
„პატიმრები გამოუშვა ,,ქართულმა ოცნებამ"?
კი - გამოუშვა!!!
სასამართლო რეფორმა დაიწყო ოცნებამ?
კი - დაიწყო!!
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა დაიწყო ,,ქართულმა ოცნებამ"?
კი - დაიწყო!!!
საგამოძიებო კომისია შექმნა არჩევნების შესწავლის მიზნით ,,ქართულმა ოცნებამ"?
კი - შექმნა
საგამოძიებო კომისიის დასკვნა დადო ,,ქართულმა ოცნებამ"?
კი - დადო
რა შეასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ?
უი ხო დამავიწყდა, ხელიც კი არ მოუწერიათ!!!
დასკვნა:
100 დღის განმავლობაში ,,ქართული ოცნება" ცალმხრივად ასრულებდა ყველა შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ენმ ხელს მოაწერდა.
არ მოაწერა ხელი ენმ-მა? დაიხურა ყველა თემა.
დიდი წერტილი!!!“, - წერს ლატარია.