„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს,“ – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საფრანგეთში გაიმართა.