logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა
- +

29 ივლისი. 2021. 10:22

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

 

„სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 29 ივლისის 02:45 საათიდან 03:40 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის სოფელ ზეილიკის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარების გამოყენებით. ჩვენს პოზიციებს 10-12 F-1 ტიპის ხელყუმბარები დაუშინეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

 

„აღნიშნული მიმართულებით ოპერატიულ სიტუაციას ამჟამად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ,“ - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner