აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
„სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 29 ივლისის 02:45 საათიდან 03:40 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის სოფელ ზეილიკის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარების გამოყენებით. ჩვენს პოზიციებს 10-12 F-1 ტიპის ხელყუმბარები დაუშინეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.
„აღნიშნული მიმართულებით ოპერატიულ სიტუაციას ამჟამად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ,“ - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.