logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა
- +

29 ივლისი. 2021. 11:01

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner