logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის
- +

29 ივლისი. 2021. 12:00

 

 

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხს გამოეხმაურა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა აუხსნათ დასავლელ პარტნიორებს თქვენი საქციელი, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მათი საქმეა.

 

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner