„მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს „ნაცმოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი,“- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ არგუმენტებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებენ.
„მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსის მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შექმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ათასგზის გავუზიარებთ საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.