logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი
- +

29 ივლისი. 2021. 12:53

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებაში განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

 

„შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში ნაწილობრივ შემოსვლა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურებოდა და სხვას არაფერს, ამას კი საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. საზოგადოებაში განწყობები განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მუხლი არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ განზრახ შემოტანილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა ქვეყანა ჩამოქცეულიყო და დესტაბილიზაციას ჰქონოდა პრიორიტეტი. ეს რეალობა დავინახეთ და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner