logo_geo
eng_logo
ნიკა მჟავანაძე: ჩვენი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქეთ გადმოვიდა შეტევაზე!
- +

5 მარტი. 2016. 23:31



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე  „რეპორტიორს" „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ესაუბრა, რომელსაც ისინი გაზპრომის წინააღმდეგ მართავენ. როგორც ჟავანაძე ამბობს, გაზპრომთან ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, მათ შორის  ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მისივე თქმით, თუ ასე ვიმსჯელეთ ისინიც რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ მოქცეულები.



„გაზპრომი ნახევარ ევროპას ამარგებს. გაზპრომთან ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, მათ შორის  ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. თუ ასე ვიმსჯელეთ ისინიც რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ მოქცეულები. ვფიქრობ, სირცხვილია, რომ ნაციონალებს პოლიტიკაში დღეს ტრიბუნა გააჩნიათ. ჩვენი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აქეთ გადმოვიდა შეტევაზე. ეს პროცესები უნდა მივიდეს ლოგიკურ დასაწყისამდე, როცა ამოეწურებათ საპარლამენტო იმუნიტეტი, ალბათ დადგება ბარამიძეების, ახალაიების და ბევრი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ნიკა მჟავანაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner