logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ბოკერიას ფლანგი თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს
- +

29 ივლისი. 2021. 15:28

 

 

„იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ, რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით ექსპრეზიდენტი და მისი სექტა დღემდე სანქციებისა მოლოდინში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს.

 

„მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი (სხვა მსგავსი გამოხტომებიცაა სოცქსელში) თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს. იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ, რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ექსპრეზიდენტი და მისი სექტა კი დღემდე სანქციებისა და საქართველოს იზოლაციაში მოქცევის ბოდვებში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner