logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცებში“ დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის
- +

29 ივლისი. 2021. 16:34

 

 

„ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება პარლამენტის მანდატის მარტოსულად დატოვებაზე, რომელიც ზოგიერთმა მისიანმა უკვე შეაფასა როგორც „ნახევარქათამა“, სინამდვილეში აჩვენებს რომ მისი გავლენები გუნდში და პარტიაში სუსტდება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

 

მისი თქმით, როდესაც პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე ტოვებს მანდატს, წესით მას ფრაქციაც უნდა მიყოლოდა.

 

„სინამდვილეში კი სურათი უფრო მძიმეა. „ნაცებში“ დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა (როგორც ინსაიდერები ამბობენ) შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ანტი-მიშელისტებს კი ნიკანორ მელია, მეთაურობს. ისიც გასაგებია რატომაც არ სურს ხელმოწერა, რადგანაც ამნისტიის შედეგად, ისტორიაში კრიმინალად შედის. ნიკანორის ეს ვითომ „განწირული“ ნაბიჯი „ვერ დამიჭერთ“ და „არ გადავიხდი“-ს ნაცნობი სერიალიდან არის და ამით უნდა აპრიორი წაგებული არჩევნების წინ რაღაც მაინც მოხიკოს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner