logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ახლა თბილისის ჯერია!
- +

22 ივლისი. 2016. 21:34



რუსული სააგენტო Regnum.ru რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის   განცხადებას ავრცელებს, რომელიც ლავროვმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა ახლა თბილისზეა!"- განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ მას საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს, თუმცა  საკუთარი სტატუსი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.


ჩვენ დღეს საქართველოში საელჩო არ გვაქვს, მაგრამ ინტერესების სექცია მოქმედებს. მიზეზი ის არის, რომ საააკაშვილმა ურთიერთობა გაწყვიტა. ინტერესების სექცია კი შვეიცარიამ გახსნა. ყველას ესმის, არავინ და არსად წასულა. უბრალოდ, შენობაზე აბრა გამოიცვალა.

 

სიტუაცია მხოლოდ ურთიერთობების აღდგენით გამოსწორდება. ჩვენ ის არ გაგვიწყვეტია. ახლა ჯერი ქართველ მეზობლებზეა. ძალიან მიყვარს საქართველო. სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის გამო იქ ჩასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც საქართველოში ჩადიან. მჯერა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. უკვე იგრძნობა, რომ ეს ურთიერთობები უფრო ჯანსაღია. იგი სავაჭრო სფეროთ განახლდება. ეს სწორი ტენდენციაა. დარწმუნებული ვარ, კითხვები განხილული იქნება. მოსახლეობამ მოლაპარაკება ერთმანეთთან თავად უნდა დაიწყონ და პატივი უნდა ვცეთ ხალხს",- განაცხადა ლავროვმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner