logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: თამარ ჟვანია ყველაზე კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა
- +

29 ივლისი. 2021. 16:52

 

 

„თამარ ჟვანია ყველაზე კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა,“ - ეს შეფასება ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ყველაზე დიდი გაყალბების თანამონაწილე აღმოჩნდა.

 

„რეალობა არის ეს! რატომ უნდა იყოს თამარ ჟვანია ბულინგის მსხვერპლი, ხოლო ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი ის ქალბატონი, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის დესტაბილიზაციის საწინააღმდეგოდ თითი-თითზე არ დააკარა და არ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას. სად არის აქ ლოგიკა?! ერთხელ და სამუდამოდ ამ ვირტუალური რეალობიდან ხომ უნდა გამოვიდეთ?! ჩვენი თანამოქალაქეები დიდი ხანია ითხოვენ, ცოტა რეალისტები ვიყოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner