logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, შევძლებთ დავარწმუნოთ საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ ანულირება სწორი გადაწყვეტილება იყო
- +

29 ივლისი. 2021. 17:57

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ზუსტად იგივე არგუმენტებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ბრიფინგზე დაასახელა, მმართველი გუნდი შეეცდება დაარწმუნოს საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ მიშელის შეთანხმების ანულირება იყო სწორი გადაწყვეტილება.

 

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმების ანულირების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებული აქცენტები კეთდება. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად გამოყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმის მნიშვნელობას. ეს იყო არა უბრალოდ ხელმოწერაზე უარის თქმა, არამედ მუდმივი დესტრუქცია, რომელიც მიშელის დოკუმენტის პათოსს ეწინააღმდეგებოდა. მიშელის დოკუმენტის მთავარი ფუნქციაც ხომ ის იყო, რომ პოლარიზება შემცირებულიყო, ხოლო ამის სრულიად საწინააღმდეგო იყო „ნაცმოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, ამიტომ ბუნებრივია, რომ მოწოდებები და შეფასებები არის არაერთგვაროვანი. ზუსტად იგივე არგუმენტებით, რომლებიც ბრიფინგზე გავაჟღერეთ, შევეცდებით დავარწმუნოთ საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ ანულირება იყო სწორი გადაწყვეტილება, და ვფიქრობ, რომ შევძლებთ მათ დარწმუნებას“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner