logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გავერთიანდეთ! დავდგეთ ყველანი ერთად!
- +

22 ივლისი. 2016. 21:38


 

„გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ხონის მოსახლეობას, რომელსაც ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.


პრემიერის თქმით, ხონი და ვანი, გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ, რადგან იგი არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც ყველას პრობლემას გულთან მიიტანს.


გიორგი ლილუაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. იგიქართუ" ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. მუშაობდა საბაჟო სფეროში. გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. დღეს იგი თბილისის მერის მოადგილეა და უნდა ვთქვა, რომ დიდი დანაკლისი იქნება დედაქალაქისთვის. მინდა, წარმატება ვუსურვო. გიორგი ლილუაშვილი იქნება თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ვანის მოსახლეობასთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა ვანის რაიონის ტურისტულ, სასოფლო-სამეურნეო და მრეწველობის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.


ვანს უნდა დავუბრუნოთ ძველი დიდება, აღვადგინოთ მუზეუმი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ რაიონში ჭარბად არის დავანებული. ეს არის ჩვენი ფუნქცია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა ხონის მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ქართული ოცნება" არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება, როგორც ახალი, ასევე ძველი წევრებისგან.


 ჩვენ გთავაზობთ, აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. პრემიერის თქმით, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ღირსეული ადგილი რუკაზე და კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს.


საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვისქართული ოცნების" ხელისუფლება მზად არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


დღესვე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე სამტრედიის მოსახლეობას წარუდგინა.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.


იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner