აჭარაში ტურისტებს 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ცენტრის ცხელ ხაზზე შეუძლიათ.
„ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე ცენტრები მოგზაურებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: უფასო რუკები, ტურისტული გზამკვლევები, მარშრუტები; ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით; სუვენირები და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და Batumi Discount Card
ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ცენტრის ცხელ ხაზზე 577 90 90 93 შეუძლიათ“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.