ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ იმ პირებს, ვისაც აცრა არ სურს, სახლიდან გასვლის უფლება არ უნდა მისცენ.
მისი თქმით, პანდემიაზე რეაგირება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონები, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
„თუ მათ ვაქცინაცია არ სურთ, მაშინ სახლიდან გასვლის უფლება არ უნდა მისცენ. მათ შეიძლება თქვან, რომ ამის კანონი არ არსებობს, მაგრამ კანონს უნდა ველოდო, როდესაც ვიცი, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპება?“, - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.
22 ივნისს ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ.