logo_geo
eng_logo
აბაშაში UNDP-სთან თანამშრომლობით აგრობაზარი გაიხსნა
- +

29 ივლისი. 2021. 22:12

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოლობანში აგრობაზარი გაიხსნა. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს და მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კომფორტულ გარემოში გაყიდონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

 

დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის  ხელმძღვანელმა ანა ჩენრიშოვამ და აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ დაათვალიერეს.

 

გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში ექვსი პროექტი დაფინანსდა: აქედან აბაშის აგრობაზრის მსგავსად, უკვე დასრულებულია მარტვილის აგრობაზრის,  სენაკის თოკების პარკის, ზუგდიდში ეთნო ცენტრის  და ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კი ეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.

 

გარდა მუნიციპალიტეტების 6 ინიციატივის დაფინანსებისა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით,  მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასულ წელს  პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო  836 ათას ლარზე მეტი.

 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  პროექტებს,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner