logo_geo
eng_logo
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

30 ივლისი. 2021. 00:53

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებულ სიტუაციას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი გაზდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სხვადასხვა სახის სამუშაო დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა.

 

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ აქტიური სამუშაოების შედეგად სოფელ ტვიბის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.

 

სოფელ ესიერში აღდგენილია შიდა სასოფლო გზა. რჩება სოფელი მუწდი, რომლის მიმართულებითაც გადაადგილება მხოლოდ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი.

 

სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე სოფელი კვლავ რჩება ჩაკეტილად, სოფელ ბავარში არის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, მაგრამ ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით მოხდება სიტუაციის დასტაბილურება.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ აქტიურ კომუნიკაციაში რჩებიან მოსახლეობასთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner