ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს.
ქართველმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს დაუპისისპირდება.