საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის თქმით, მომხრეა ჟურნალისტურ საქმიანობაში გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები არსებობდეს.
მისი თქმით, ის აღარ აპირებს ბულინგი აიტანოს.
„გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი. იქნება ეს „ფეიქ ნიუსი" თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი.
ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.
თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ახორციელებს მცდელობას, რომ დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა - დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში რომ ხდებოდა, მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება. მე ავიტანე ძალიან ბევრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.