logo_geo
eng_logo
სოფელ ბოჟამში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
- +

30 ივლისი. 2021. 17:29

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან  სოფელ ბოჟამში იმყოფებოდა. მერმა მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდი“-სთან ერთად, მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების წინა მოსამზადებელი  სამუშაოები დაათვალიერა.

 

გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობას, ასფალტის დაგებას და საგზაო სამოსის მოწყობას.

 

„სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია, რომელიც მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი ყველა გზის მოწესრიგება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner