logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: არაფერი გამოგივათ!
- +

30 ივლისი. 2021. 19:30

 

 

„ჟურნალისტს, პუბლიცისტს, არაერთი ლიტერატურული ნაწარმოების, სპექტაკლის და ფილმის რეცენზიის ავტორს, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძეს ებრძვიან ისინი, ვისაც ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„პირდაპირ ვაცხადებ:

ძალიან უსინდისოა ადამიანი, ვინც სოსო ჭუმბურიძეს კულტურის სამინისტროს "ოდეერს" ისე უწოდებს, რომ არც კი იცის, - იგი რამდენიმე წიგნის ავტორი და არამხოლოდ პროფესიულ წრეებში დაფასებული ადამიანია.

უფრო მეტიც, სოსო ჭუმბურიძე ყოველთვის "ოდეერიზმის" წინააღმდეგი იყო და ახლაც ასეა.

"ლიტერას" ჟიურიში სულ ხუთი ადამიანია. მათ შორის, იოსებ ჭუმბურიძეც.

რამ შეგაშინოთ?!

იქნებ, იმან, რომ მის მართალ სიტყვას ვერ გადაწონიდა სხვათა მიკერძოება?!

არ მაქვს საფუძველი, ვინმე უაპელაციოდ მიკერძოებაში დავადანაშაულო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიკითხავ:

რამ შეგაშინათ?!

  1. S. ძალიან კარგად ვიცი, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ არის ეს ლაშქრობა.

ჰოდა, დაიმახსოვრეთ:

არაფერი გამოგივათ!

  1. P. S. ადამიანს არაფერი დაუშავებია და უსაფუძვლოდ ლანძღავენ. თან ვინ, - მწერლები!

სირცხვილია!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner